პარიზში, კონკორდის მოედანზე გამართული წირვის გახსნის ცერემონიაზე რომის პაპმა ლეო XIV-მ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკის, გუჯი ამაშუკელის მიერ შექმნილი საპროცესო ჯვარი გამოიყენა.

ამის შესახებ ამაშუკელმა სოციალურ ქსელში დაწერა და წირვის დროს გამოყენებული ჯვრის ფოტოები გაავრცელა.

„რომის პაპი ლეო XIV გულებს ეხება. ის ჭეშმარიტებაზე საუბრობს, სიცოცხლისა და მშვიდობისკენ მოგვიწოდებს. მან შეძლო შეეხსენებინა საფრანგეთის იმ წმინდანთა დიდება, რომლებიც ასე გვიყვარს“,- წერს მოქანდაკე.

მისივე თქმით, მისთვის განსაკუთრებული პატივია, რომ მის მიერ შექმნილი ჯვარი პაპის მესის გახსნის ცერემონიაზე გამოიყენეს.

„მოხარული და პატივდებული ვარ, რომ ჩემი საპროცესო ჯვარი მისი მესის გახსნის ცერემონიაზე, კონკორდის მოედანზე გამოიყენეს“, — აღნიშნავს ამაშუკელი. მოქანდაკე პოსტს სინასელი ფილოთეოსის სიტყვებით ასრულებს: „განწმენდილი გული - შინაგანი ცაა“.