რუსეთი ჩინური ავტომობილების უმსხვილესი იმპორტიორი გახდა. ამის შესახებ Bloomberg ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. 

აღნიშნული მონაცემებით, მიმდინარე წელს ჩინეთიდან რუსეთში 287 000 ავტომობილია ექსპორტირებული, რაც მექსიკისა და ბელგიაში ექსპორტზე ორჯერ მეტია. ისინი ჩინეთის უმსხვილესი იმპორტიორების სიაში მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ.

ჩინეთიდან მანქანების ექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით 2023 წლის იანვრიდან მაისამდე ასე გამოიყურება:

რუსეთი - 287 000

მექსიკა - 159 000

ბელგია - 120 000

ავსტრალია - 101 000

დიდი ბრიტანეთი - 90 000

საუდის არაბეთი - 87 000

ტაილანდი - 69 000

UAE - 60 000

ესპანეთი - 58 000

ფილიპინები - 58 000