რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ელა პამფილოვას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარტია „ედინაია რასიას“ სახელმწიფო დუმაში 355 ადგილი ექნება.

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ეს იმაზე მეტი ადგილია, ვიდრე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე იყო. 2021 წელს „ედინაია რასიამ“ 324 მანდატი მიიღო.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო ოქმების 95.18%-ის დათვლის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის პარტიამ, „ედინაია რასიამ“ ხმების 57.83% მიიღო. 13.81%-ით მეორე ადგილზე გავიდა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია (КПРФ), 8.98%-ით მას მოჰყვება „ლიბერალ-დემოკრატიული პარტია“ (ЛДПР), შემდეგ კი „ახალი ხალხი“ 7.96%-ით.

პარტია „იაბლოკო“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ემხრობა და ამ პოზიციით ერთადერთი პარტიაა, რუსეთის უზენაესმა სასამართლომ არჩევნებიდან მოხსნა.

ელა პამფილოვას განცხადებით, სახელმწიფო დუმის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 59.32% შეადგინა.