შერეული საბრძოლო ხელოვნების უმსხვილესი ორგანიზაცია UFC 2027 წლის ბოლოს საქართველოში ღონისძიების გამართვას გეგმავს.
ორგანიზაციის შიდა დოკუმენტის სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოთი ცნობილი გახდა, რომ UFC გაფართოებას აპირებს და საქართველოში ღონისძიების გამართვას 2027 წლის მესამე კვარტალში (Q3 2027), ივლისი-სექტემბრის პერიოდში გეგმავს.
გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში ღონისძიების ჩატარების სავარაუდო ადგილად თბილისის სპორტის სასახლე განიხილება.