საერთაშორისო პლატფორმა InterNations-მა გამოაქვეყნა 2026 წლის ექსპატებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების რეიტინგი. ათეულში ხუთი ევროპული ქალაქი მოხვდა, რომელთაგან სამი ესპანეთში მდებარეობს.
რეიტინგის შესადგენად, InterNations-მა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები 7,786 ექსპატი გამოკითხა. მონაწილეებს ქალაქების შეფასება ადგილობრივების მეგობრული დამოკიდებულების, საჯარო სერვისების დიგიტალიზაციის დონის, ცხოვრების ღირებულების, საცხოვრებლის ხარისხისა და დასაქმების შესაძლებლობების მიხედვით სთხოვა.
საერთო რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა რას ალ ხაიმამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც გამოკითხულთა 80%-ზე მეტმა განაცხადა, რომ იქ ცხოვრებით კმაყოფილია. კვლევის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ ქალაქის პოპულარობა განპირობებულია პლაჟებთან და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებთან სიახლოვით, ასევე კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურით.
ევროპულ ქალაქებს შორის საუკეთესო შედეგი მალაგამ აჩვენა, რომელმაც მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. ბედნიერების კუთხით, მალაგა ლიდერი აღმოჩნდა: გამოკითხულ ექსპატთა 86% კმაყოფილი იყო ქალაქში ცხოვრებით, ხოლო 51% მუდმივად დარჩენას გეგმავდა. გარდა ამისა, მალაგა მესამე ადგილზე იყო ემიგრანტთა პირადი ფინანსური მდგომარეობით კმაყოფილების კუთხით, ხოლო მეხუთე ადგილზე - ცხოვრების ხარისხით.
ექსპატებისთვის საუკეთესო 10 ქალაქი 2026 წელს:
რას ალ ხაიმა, არაბთა გაერთიანებული საამიროები
მეხიკო, მექსიკა
მალაგა, ესპანეთი
დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
აბუ დაბი, არაბთა გაერთიანებული საამიროები
ლისაბონი, პორტუგალია
სინგაპური
მადრიდი, ესპანეთი
ვალენსია, ესპანეთი
ჰააგა, ნიდერლანდები