თურქეთის საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ავტომობილების ექსპორტმა 2023 წლის პირველ ნახევარში $17 მლრდ-ს გადააჭარბა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მაჩვენებელზე 13,7%-ით მეტია. 

მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ამ პერიოდში 12%-ით, $984 მლნ-მდე , სატვირთო მანქანების - 10-ით, $419 მლნ-მდე, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების  კი - 45%-ით, $205 მლნ-მდე გაიზარდა.

უშუალოდ ივნისში თურქული საავტომობილო პროდუქციის საზღვარგარეთ მიწოდება გასული წლის იმავე თვესთან შედარებით ჯამში 9%-ით, $3 მლრდ-ით არის გაზრდილი.

თურქული ავტომობილების მთავარი იმპორტიორი ივნისში საფრანგეთი გახდა - $400 მლნ-ით. შემდეგ მოდის გერმანია - $388 მლნ-ით და დიდი ბრიტანეთი - $284 მლნ-ით.