ჩინურმა საავტომობილო გიგანტებმა 2023 წლის პირველ კვარტალში 1,07 მილიონი ავტომანქანის ექსპორტი განახორციელეს, რამაც მათ მსოფლიოში პირველი ადგილის დაკავების საშუალება მისცა.

მეორე ადგილზეა იაპონია (954 000 ავტომანქანა), მესამეზე - გერმანია (840 000). ხუთეულში ასევე მოხვდნენ სამხრეთ კორეა (840 000) და მექსიკა (741 000).

ექსპერტების აზრით, ჩინელი მწარმოებლების მსოფლიო ბაზარზე ლიდერობაში მნიშვნელოვანი როლი ელექტრომობილებმა ითამაშეს. მათ ჩინეთს საშუალება მისცეს ევროპული ავტომწარმოებლებისთვის შიდა ბაზრებზე ზეწოლა გაეძლიერებინა.