ახალი ავტომობილების გლობალური გაყიდვები მაისში 18,7%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, 2023 წლის გაზაფხულის ბოლო თვეში მსოფლიოში 7,371 მილიონი სამგზავრო და მსუბუქი კომერციული ავტომობილი გაიყიდა - ამის შესახებ ნფორმაციას LMC Automotive ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წლის ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რეალიზებულია 34,762 მილიონი ახალი ავტომობილი, რაც 10,5 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. გაყიდვების ლიდერები ტრადიციულად არიან ჩინეთი და შეერთებული შტატები.
ჩინეთში მაისში 2,33 მილიონი ახალი ავტო გაიყიდა. 2022 წლის მაისთან შედარებით, გაყიდვები გაიზარდა მეოთხედზე მეტით (25,8%). შეერთებულ შტატებში კი იმავე პერიოდში გაიყიდა 1,37 მილიონი ავტომობილი (+23,5%), მესამე ადგილზეა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, რომელთა ჯამურმა შედეგმა შეადგინა 1,33 მილიონი ავტომობილი (+17,2%). სამივე ლიდერის მაჩვენებლები ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის საავტომობილო ბაზარმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნახტომი აჩვენა. მაისში იქ 320,4 ათასი ავტომობილი გაიყიდა, რაც 44,9% მეტია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე.
სამხრეთ ამერიკაში 203,5 ათასი ავტომობილი გაიყიდა, რაც 2,3 % შემცირებაა. იაპონიაში 324,5 ათასი (+25,4%), კანადაში - 154,5 ათასი (+10,1%), სამხრეთ კორეაში - 149,8 (ათასი + 4,8%).
bpn.ge