ავტომობილების მწარმოებელთა მსოფლიო ორგანიზაციის (OISA) მონაცემებით, მიმდინარე წლის I კვარტალში გლობალურმა ავტოინდუსტრიამ 21,6 მილიონზე მეტი მანქანა გამოუშვა.
ეს 7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თუმცა, ჯერ კიდევ 7%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ მონაცემს.
ამ რაოდენობიდან, სამგზავრო მანქანები იყო 15,4 მლნ ერთეული, 8%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან; მსუბუქი კომერციული მანქანები - 5,2 მლნ ერთეული, 7%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან; სატვირთო მანქანები - 959 000 ერთეული (+32%).
ამ მხრივ, ყველაზე დიდი შედეგი I კვარტალში აჩვენა:
ჩინეთმა, სადაც 6,2 მლნ ერთეული ავტომანქანა აწარმოვეს და ეს ციფრი 4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგთან;
აშშ-მ (2,6 მლნ და +9%);
იაპონიამ (2,2 მლნ და (+14%).