2022 წელს საქართველოში 1.71 მლრდ დოლარის 160 281 ცალი მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. მათგან 240 მლნ დოლარის ჰიბრიდული (25 489), ხოლო 31.6 მლნ დოლარის ელექტრო ავტომობილი იყო (1 279).
გარდა ამისა, გასულ წელს საქართველოში იმპორტირებული იქნა 13 ათასზე მეტი სატვირთო ავტომობილი, 4747 ტრაქტორი და უნაგირა საწევარები, 314 ავტომობილი, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით, 16 029 მოტოციკლეტი.