„გალტ ენდ თაგარტის“ წინასწარი შეფასებით, საქართველომ აგვისტოში ტურიზმიდან დაახლოებით 695 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 8.8%-ით მეტია.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამურად 3.2 მლრდ დოლარი შეადგინა. წლიური ზრდა ამ შემთხვევაში 1.6%-ია.

„გალტ ენდ თაგარტის“ განმარტებით, წლის დასაწყისში ტურიზმის სექტორის ზრდაზე გავლენა იქონია ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა კონფლიქტმა, რის გამოც გაზაფხულზე ტურისტული შემოსავლების დანაკლისი დაფიქსირდა.

საინვესტიციო ბანკი პროგნოზირებს, რომ 2026 წლის განმავლობაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ დოლარს მიაღწევს.

ტურიზმის სექტორში დადებით დინამიკაზე მიუთითებს საავიაციო სტატისტიკაც. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წლის პირველ 8 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებმა 5.7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 1%-ით მეტია და ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი 8 თვისთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ტურიზმის სექტორის დეტალური სტატისტიკა, სავარაუდოდ, 15 სექტემბერს გამოქვეყნდება.