სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, იტალიის რამდენიმე აეროპორტში საავიაციო საწვავის შეზღუდული მარაგების შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად შექმნილ ენერგეტიკულ კრიზისს უკავშირდება.

მფრინავებისთვის გაგზავნილი შეტყობინების მიხედვით, ბოლონიის, მილან-ლინატეს, ტრევიზოსა და ვენეციის აეროპორტებში ფრენებისთვის საწვავის მიწოდებაზე დროებით შეზღუდვები დაწესდა.

„ბლუმბერგის“ მიხედვით, იტალიაში დაწესებული შეზღუდვები ერთ-ერთ პირველ მაგალითია, როგორ მოქმედებს სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომი ევროპული ავიაკომპანიების საქმიანობაზე.