აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება.

„სამშაბათს ირანში ელექტროსადგურისა და ხიდის დღე იქნება, ყველაფრის ერთად. მსგავსი არაფერი ყოფილა!!! გახსენით დაწყევლილი სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ. უბრალოდ უყურეთ! დიდება ალაჰს“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანს 48 საათი დარჩა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად.