ვატიკანში, სააღდგომო წირვისას პაპი ლეო და კათოლიკე მორწმუნეები კვლავ ქართველი ხატმწერის დაწერილი ხატის წინაშე ლოცულობდნენ.

ქრისტე-მეუფის ხატი, ხატმწერ ამირან გოგლიძის მიერაა შესრულებული. სააღდგომოდ მისი გამობრძანების ტრადიცია პაპმა ბენედიქტე მეთექვსმეტემ დაამკვიდრა, პაპმა ფრანცისკემ და ლეომ კი გაარძელეს.

ცნობისთვის, ლეო XIV-მ სააღდგომო მესა პირველად ჩაატარა.

მან  11 აპრილს მშვიდობისთვის ლოცვა გამოაცხადა. ამის შესახებ პონტიფიკოსმა ტრადიციულ სააღდგომო მიმართვაში განაცხადა.

„მოდით, გავაგონოთ მშვიდობისთვის აღმართული ვედრება, რომელიც გულიდან მოდის. სწორედ ამიტომ, ყველას გიწვევთ, შემომიერთდეთ ლოცვით მშვიდობისთვის, რომელსაც მომავალ შაბათს, 11 აპრილს წმინდა პეტრეს მოედანზე გავმართავთ. ამ სადღესასწაულო დღეს, მოდით, უარი ვთქვათ მტრობის, ბატონობისა და ძალაუფლების ყველა სურვილზე და ვილოცოთ უფლის მიმართ, რომ მშვიდობა მიანიჭოს ომისგან განადგურებულ, სიძულვილითა და გულგრილობით აღსავსე სამყაროს, რომელიც გვაიძულებს, ბოროტების წინაშე უძლურებად ვიგრძნოთ თავი“, – აღნიშნა ლეო XIV-მ.