რუსთვის N 22 საჯარო ბაღში სავალალო მდგომარეობაა. დაზიანებული ჭერი და სასწავლო პროცესის დროს შენობაშ წყალი ჩადის. ევაკუაცია საბავშვო ბაღში რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ძლიერმა წვიმამ ჭერის ნაწილი ჩამოშალა. მოზარდები სხვადასხვა ჯგუფებში გადაანაწილეს, თუმცა მშბლები შიშობენ, რომ სისცოცხლისთვის სახიფათო შენობა შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაინგრეს.
მშობლები მერიისგან დახმააარებას ითხოვენ.
"300-მდე ბავშვს აწვიმს თავზე და არიან აბსოლუტურად საფრთხის ქვეშ, რომ შეიძლება, ნებისმიერ დროს ეს ჭერი ჩამოინგრეს. დავინახე, რომ როგორც გარეთ წვიმდა, ისე წვიმდა ბაღშიც და თასი იყო შედგმული ამ წვიმაში, რომ იატაკიც არ დასველებულიყო. ბავშვები რომ მიდიან ბაღში და მთელ დღეს ატარებენ, ჭერიდან ჩამოცვენილი ნანგრევები თავში არ უნდა ეცემოდეთ. ბაღის გაერთიანებამ განმარტა, ოღონდ ეს განმარტება არ არის ჩემთ ის და არცერთი მშობლისთვის ალბათ რელევანტური, "დამშვიდდითო". როგორ უნდა დავმშვიდდე? ორ დღეში მოგვარდება ეს პრობლემა. ორ დღეში როგორ უნდა შეაკეთონ ეს ჭერი, სადაც ლამის ჰაერი ჩანს უკვე, რომ ორშაბათიდან ბავშვები ისევ დაბრუნდნენ ბაღში. ეს კედელი მანამდეც დაბზარული იყო, პირველი შემთხვევა არ იყო, როცა წყალი ჩამოვიდა, ბევრჯერ იყო მსგავსი შემთხვევა, უბრალოდ, რეაგირება არ მოახდინეს მანამ, სანამ სოციალურ ქსელში არ ავტვირთე ეს მასალა. ამ შენობის ჭერი ყველა ჯგუფის თავზე არის ერთი. ანუ ამ შენობას ჭერი აქვს ერთი ანუ თუ სხვა ჯგუფში შეიყვანენ ბავშვებს და იმ დაზიანებულ ოთახში არა, სადაც ბავშვია მოთავსებული, ჭერი ერთია, ყველგან ჩამონგრევა", - ამბობს აღსაზრდელის მშობელი.
ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც მშობლებმა განგაში ატეხეს, შენობას ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. მშბლები კომისიის სასწრაფოდ შექმნას, ბავშვების სხვადასხვა ბაღებში გადანაწილებას და სასწაფოდ შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ.