ირანში აცხადებენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში რეგიონი აშშ-ისთვის „ჯოჯოხეთად“ გადაიქცევა. შესაბამისი განცხადება ირანის წარმომადგენელმა გააკეთა, მას შემდეგ რაც ვაშინგტონიდან ახალი მუქარა გაჟღერდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, ორშაბათამდე აღადგინოს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში „მკაცრი ზომების“ მიღებით დაემუქრა.

ამასთან, თეირანი აცხადებს, რომ მზად არის სრუტე ნაწილობრივ გახსნას პირველადი საჭიროების ტვირთებისთვის, თუმცა უცნობია, მოიცავს თუ არა ეს ნავთობის ტრანსპორტირებას.