ბრიტანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet-ის თვითმფრინავმა გადატვირთულობის გამო აფრენა ვერ შეძლო. თვითმფრინავის მეთაურმა გამოაცხადა, რომ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო იყო 20-მდე მგზავრს დაეტოვებინა ბორტი. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Independent იტყობინება.
რეისი ლანზაროტე-ლივერპული 21:45-ზე უნდა შესრულებულიყო, თუმცა ფრენა თვითმფრინავის სიმძიმისა და ძლიერი ქარის გამო გადაიდო. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც 19-მა მგზავრმა ბორტი დატოვა, რეისი 23:30-ზე შესრულდა.
მგზავრებმა, რომლებიც თვითმფრინავიდან ჩამოვიდნენ, შემდეგი რეისის ბილეთები და კომპენსაციის სახით 500 ევრო მიიღეს.
ინციდენტი 5 ივლისს მოხდა.