ბრიტანულმა სააგენტო Skytrax-მა მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2023 წელს ავიაკომპანიებს შორის ლიდერი შეიცვალა.
სააგენტომ რეიტინგი მომხმარებელთა ონლაინ გამოკითხვის შედეგად შეადგინა, რომელიც 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის მაისამდე გრძელდებოდა. გამოკითხვაში 100-ზე მეტი ეროვნების მგზავრი მონაწილეობდა.
2023 წლის World Airline Awards-ზე მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად Singapore Airlines აღიარეს.
მეორე ადგილი Qatar Airways-მა დაიკავა, მესამე - A All Nippon Airways-მა, მეოთხე - Emirates-მა, მეხუთე ადგილზე კი Japan Airlines გავიდა.
გარდა ამისა, ევროპაში Turkish Airlines დომინირებს. ავიაკომპანიამ ოთხი ჯილდო მიიღო. მათ შორისაა „ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიის” ტიტული.
მსოფლიოს 10 საუკეთესო ავიაკომპანიის რეიტინგი ასეთია:
1. Singapore Airlines
2. Qatar Airways
3. ANA All Nippon Airways
4. Emirates
5. Japan Airlines
6. Turkish Airlines
7. Air France
8. Cathay Pacific
9. EVA Air
10. Korean Air
აღსანიშნავია რომ ახალ რეიტინგში Qantas Airways-ის პოზიციები შესუსტდა. უმსხვილესი ავსტრალიური ავიაკომპანია გასული წელის მე-5 პოზიციიდან წელს 12 პუნქტით ჩამოქვეითდა და რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა.
11. Hainan Airlines
12. Swiss Int’L Air Lines
13. Etihad Airways
14. Iberia
15. Fiji Airways
16. Vistara
17. Qantas Airways
18. British Airways
19. Air New Zealand
20. Delta Air Lines
2023 წლის 20 საუკეთესო ავიაკომპანიას შორის ვეღარ მოხვდა Lufthansa, British Virgin Atlantic, KLM Royal Dutch Airlines და China Southern Airlines.