კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა და ქალაქ დანდუნს ეწვია.

კიმ ჩენ ინი დანდუნში მდინარე იალუძიანზე ახლად აგებული ხიდით გადავიდა, რომელიც ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთს აკავშირებს.

ვიზიტის ფარგლებში კიმ ჩენ ინი ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის თავმჯდომარეს, ვანგ ჰიუნინგს შეხვდა.