რუსეთის თათრეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ალმეტიევსკში, ნავთობის სატუმბ სადგურ „კალეიკინოს“ დრონებით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სადგურს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რუსეთის მაგისტრალური ნავთობსადენების სისტემაში. იგი უზრუნველყოფს დასავლეთ ციმბირიდან, თათრეთიდან, უდმურტეთიდან და ბაშკირეთიდან მოპოვებული ნავთობის შერევას, გადაქაჩვასა და განაწილებას, მათ შორის, ნავთობსადენ „დრუჟბის“ სისტემაში მიწოდებას.

გავრცელებული ინფორმაციით, რესპუბლიკაში დრონების საფრთხის შესახებ განგაში დაახლოებით შუაღამისას გამოცხადდა. ალმეტიევსკში სირენების ხმა რამდენჯერმე გაისმა. ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ქალაქში საჰაერო თავდაცვა მუშაობდა და აფეთქებების ხმები ისმოდა.

ipn.ge