შეერთებულმა შტატებმა თურქულ ავიაკომპანია Southwind Airlines-ს რუსეთში ამერიკული Boeing 737 MAX თვითმფრინავით ფრენა აუკრძალა.

როგორც „იზვესტია“ რუსი გადამზიდავების წყაროებზე დაყრდნობით, შეერთებული შტატები სანქციებით დაემუქრა Southwind-ს და მის თვითმფრინავებს საზღვარგარეთ მომსახურება აუკრძალა.

შეგახსენებთ, რომ Southwind-ის თვითმფრინავები არ არის სანქციების უახლეს სიაში, რომელიც აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ 3 მარტს გამოაქვეყნა.

Southwind Airlines თურქული ჩარტერული ავიაკომპანიაა, რომელიც Pegas Touristik-ის მიერ 2022 წელს რუსების თურქეთის კურორტებზე გადასაყვანად დაარსდა. ავიაკომპანიის ფლოტი ნაწილობრივ რუსული Nordwind Airlines-ის ყოფილი თვითმფრინავებისგან (Pegas Touristik-ის ჰოლდინგის ნაწილი) შედგება.

Southwind Airlines-ის ფლოტში სამი Boeing 737 MAX-ია. რუსეთში ფრენები ამ ბოლო დროს ორმა მათგანმა განახორციელა. ორივე ამერიკულ მეიჯარეს Air Lease Corporation-ს ეკუთვნის.