კინოინდუსტრიის წამყვანი პლატფორმების სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიო კინოგაქირავების (Box Office) ისტორიაში უპრეცედენტო როტაცია მოხდა. ბრიტანელი მსახიობი ტომ ჰოლანდი ოფიციალურად გახდა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ვარსკვლავი. მისმა მონაწილეობით გადაღებულმა ფილმების შემოსავალმა ჯამურად 15,48 მილიარდ დოლარს მიაღწია, რითაც მან რეიტინგის ყოფილ ლიდერს, ზოი სალდანას გადაასწრო.
ეს რეიტინგი ასახავს არა მსახიობების პირად ანაზღაურებას, არამედ იმ ბლოკბასტერების საერთო გლობალურ შემოსავალს, სადაც მათ წამყვანი როლები შეასრულეს.
ჰოლანდი ამ სტატუსით ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი გახდა. ამასთან, მისი მონაწილეობით ორი ფილმი ჯერ კიდევ კინოთეატრებშია, ამიტომ მისი საერთო მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
ბოლო მონაცემებით, „Spider-Man: Brand New Day“-ის მსოფლიო კინოგაქირავებიდან მიღებულმა შემოსავალმა დაახლოებით 2.45 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფილმის წარმატებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ტომ ჰოლანდის რეიტინგში დაწინაურებაზე.
ჰოლივუდის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების პირველი ათეული ასე გამოიყურება:
- ტომ ჰოლანდი — $15.48 მლრდ
- ზოი სალდანა — $15.47 მლრდ
- სკარლეტ იოჰანსონი — $15.40 მლრდ
- კრის პრატი — $15.1 მლრდ
- სამუელ ლ. ჯექსონი — $14.6 მლრდ
- რობერტ დაუნი უმცროსი — $14.3 მლრდ
- ტომ კრუზი — $13.3 მლრდ
- კრის ჰემსვორთი — $12.1 მლრდ
- ვინ დიზელი — $12 მლრდ
- კრის ევანსი — $11.4 მლრდ
რეიტინგში Marvel-ის მსახიობების სიმრავლეა — ათეულში ტომ ჰოლანდთან ერთად ზოი სალდანა, სკარლეტ იოჰანსონი, კრის პრატი, სამუელ ლ. ჯექსონი, რობერტ დაუნი უმცროსი, კრის ჰემსვორთი და კრის ევანსი არიან.