„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ჩინელი ქალი, რომელსაც ამერიკული კომპანიის, Nvidia-სყოფილ ხელმძღვანელთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა, ჩინეთში ხელოვნური ინტელექტის ჩიპების სავარაუდო კონტრაბანდასთანაა დაკავშირებული.

გამოცემის ცნობით, ელის ჰუანგს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ქსელთან, რომელიც ამერიკული ხელოვნური ინტელექტის ჩიპებსჩინეთს აწვდიდა. ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ საკუთარ ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ელის ჰუანგი ადრე სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია Megaspeed-ის ხელმძღვანელი იყო. კომპანია ამერიკული ჩიპების მწარმოებლის ერთ-ერთი უმსხვილესი კლიენტი გახდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ამჟამად აშშ-ის ხელისუფლება იძიებს, მონაწილეობდა თუ არა Megaspeed-ი ჩინეთისთვის დაწესებული საექსპორტო შეზღუდვების გვერდის ავლასადა Nvidia-ს ჩიპების უკანონო მიწოდებაში.

ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, სავარაუდო ქსელში ერთმანეთთან დაკავშირებული იყო რამდენიმე ქვეყნის კომპანია, მათ შორის მალაიზიაში, სინგაპურსა და ჩინეთში მოქმედი საწარმოები. ქსელის ერთ-ერთი რგოლი, სავარაუდოდ, კამბოჯაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას უკავშირდებოდა, რომელსაც ამერიკის ხელისუფლება კიბერთაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს.

გამოცემის მიერ შესწავლილი მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის დეკემბრამდე Megaspeed-ის მალაიზიურმა შვილობილმა კომპანიამ ამერიკული Aivres-ისგან დაახლოებით 4,6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი მიიღო.

„ფაინენშელ თაიმსის“ წყაროების მტკიცებით, ამ გზით შეძენილი ჩიპების მნიშვნელოვანი ნაწილი საბოლოოდ ჩინეთში აღმოჩნდა. გამოძიებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირი ელის ჰუანგსჩინეთის დაზვერვასთან კავშირში ადანაშაულებს. პეკინი ამ ბრალდებას უარყოფს და მას ცილისწამებას უწოდებს.

Nvidia-ს განცხადებით, კომპანიამ Megaspeed-იდა მისი შვილობილი საწარმო 2025 წელს აკრძალული კლიენტების სიაში შეიყვანა და მათთვის პროდუქციის მიწოდება შეწყვიტა. შეზღუდვები დაუწესდა Aivres-საც.

ცნობისთვის, ჯენსენ ჰუანგმა Nvidia-საღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ნოემბერში დატოვა, მას შემდეგ, რაც მისი და ჩინელი ქალის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.