მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია, Qatar Airways-ის ახალ თვითმფრინავებს პირველი კლასის ადგილები აღარ ექნება. ამის შესახებ Bloomberg-ს ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აკბარ ალ-ბაკერმა განუცხადა. მისი თქმით, ძვირად ღირებულ ადგილებზე ინვესტიცია შემოსავლით გამართლებული არ არის. მათი გაუქმებით გამოთავისუფლებულ ადგილებს ბიზნეს კლასის სავარძლები დაიკავებს, რაც მგზავრთა რაოდენობას გაზრდის.
პირველი კლასის ადგილებზე უარის თქმა სტრატეგიულ რისკებთან იყოს დაკავშირებული, რადგან სხვა მსხვილი ავიაკომპანიები, მათ შორის გერმანიის Lufthansa, ავსტრალიური Qantas Airways და ფრანგული Air France, უფრო მეტ აქცენტს აკეთებენ პრემიუმ სერვისებზე, აღნიშნავს Bloomberg.
პირველი კლასი არ იქნება Qatar Airways-ის Boeing 777X თვითმფრინავზე, რომელიც ყველაზე დიდი იქნება Qatar Airways-ის ფლოტში, იტყობინება Bloomberg-ი.
შეგახსენებთ, რომ Skytrax-ის მიხედვით, ზედიზედ მეშვიდე წელია Qatar Airways-ი მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიაა. 2022 წელს Singapore Airlines-ი, მეორე ადგილზე იყო, Emirates-ი მესამეზე. მეხუთე ადგილზე გავიდა ავსტრალიური Qantas-ი. ათეულში ასევე მოხვდა: Japan Airlines, Turkish Airlines, Air France, Korean Air და Swiss International Airlines.