სამხრეთ კორეაში Asiana Airlines-ის თვითმფრინავის მგზავრმა  დაშვებისას კარი გააღო, როგორც ის ამბობს, შემთხვევით.

ბორტზე 190-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, კარის გაღებისას თვითმფრინავი 200 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა.

ინციდენტის მიუხედავად დაშვება წარმატებით დასრულდა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მამაკაცი, რომელმაც კარი გააღო დაკავებულია, საავიაციო უსაფრთხოების დარღვევისთვის მას შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა დაემუქროს.