საწვავზე ფასების შემცირება იწყება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

კანცლერის თქმით, ერთ ლიტრ ბენზინსა და დიზელზე ფასი, დაახლოებით, 17 ევროცენტით შემცირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 ოქტომბერს შევა და 2026 წლის ბოლომდე შენარჩუნდება

„იქნება ეს მგზავრები, ბიზნესები თუ ჩვეულებრივი მძღოლები – საწვავის მაღალი ფასები ჩვენს ქვეყანას ტვირთად აწვება“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

1tv.ge