საქართველოს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში 3.23 მლრდ ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ოქტომბრის ფინანსური მონაცემებით, სექტორის მთლიანი საპროცენტო შემოსავლები 9.48 მლრდ ლარს აჭარბებს, ხოლო სესხებიდან მიღებულმა საპროცენტო შემოსავლებმა 8.03 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ბანკების წმინდა საპროცენტო შემოსავალი 5.1 მლრდ ლარი იყო, წმინდა საკომისიო შემოსავალი კი – დაახლოებით 798.5 მლნ ლარი.

2026 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების ჯამური აქტივები 116.9 მლრდ ლარს შეადგენდა.

მოგების მიხედვით სექტორში ორი უმსხვილესი ბანკი კვლავ ლიდერობს: საქართველოს ბანკმა 10 თვეში 1.62 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღო, თიბისი ბანკის წმინდა მოგებამ კი 1.19 მლრდ ლარი შეადგინა. ამ ორ ბანკზე სექტორის ჯამური წმინდა მოგების დაახლოებით 86.3% მოდის.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკების/მიკრობანკების მოგება ასე გადანაწილდა:
„საქართველოს ბანკი“ –1 615 081 950 ლარი;
„თიბისი ბანკი“ – 1 185 889 729 ლარი;
„ბაზის ბანკი“ –119 336 271 ლარი;
„ლიბერთი ბანკი“ –108 584 171 ლარი;
„კრედო ბანკი“ –79 295 389 ლარი;
„ქართუ ბანკი“ – 35 072 150 ლარი;
„პროკრედიტ ბანკი“ – 32 755 181 ლარი;
„ტერა ბანკი“– 27 796 715 ლარი;
„ხალიკ ბანკი“ – 20 891 288 ლარი;
„იშ ბანკ“ –13 214 348 ლარი;
„პეივ ბანკი“ – 12 108 566 ლარი;
მიკრობანკი „კრისტალი“ –10 750 880 ლარი;
„ზირაათ ბანკი“ – 9 194 862 ლარი;
„პაშა ბანკი საქართველო“ –7 797 646 ლარი;
„მიკრობანკი ემბისი“ – 3 100 555 ლარი;
„ნეო ქართული ჯგუფი“ – 1 111 704 ლარი.
„სილქ ბანკი“ – ზარალი 22 279 407 ლარი;
„ვი-თი-ბი ბანკი“ – ზარალი 16 639 338 ლარი;
„ჰეშბანკი“ – ზარალი  9 934 251 ლარი;
„პეისერა“ – ზარალი 2 036 910ლარი.