საქართველოსა და ნაურუს (ნაოერო) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი მოეწერება ნიუ იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში.

ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე განკარგულება საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა.

ცნობისთვის, 2026 წლის 21 ივლისს ნაურუს მთავრობამ გამოაცხადა, რომ გააუქმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. აღიარება და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

სწორედ ამის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველო მიესალმება ნაურუს გადაწყვეტილებას და მზად არის ნაურუსთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს.