საქართველოს ბაზარზე ახალი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი LUMEX 365 გამოჩნდა, რომელიც ყოველდღიური უსაფრთხოების ციფრულ სისტემას ქმნის.

პროექტის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პროფესიონალური დახმარების გაერთიანებით, მომხმარებლებს საკუთარი და ახლობლების უსაფრთხოებაზე ზრუნვის ახალი შესაძლებლობები შესთავაზოს.

LUMEX 365-ის კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ უსაფრთხოება ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს და არა მხოლოდ საგანგებო სიტუაციებში წარმოქმნილი საჭიროება.

სტარტაპის მთავარი განმასხვავებელი უპირატესობა ციფრული მონიტორინგის, 24/7 ოპერატორული მხარდაჭერისა და პროფესიონალური სწრაფი რეაგირების ერთ სისტემაში გაერთიანებაა.

საფრთხის შემთხვევაში მომხმარებელი SOS ღილაკზე ერთი შეხებით უკავშირდება LUMEX 365-ის ოპერატორთა ცენტრს. ოპერატორი აფასებს ვითარებას და საჭიროების შემთხვევაში იძახებს უსაფრთხოების კომპანია „ალგანის“ პროფესიონალურ სწრაფი რეაგირების ჯგუფს. პარალელურად, SOS შეტყობინებას მომხმარებლის ახლობლებიც იღებენ.

LUMEX 365-ის პირველი ვერსია შვიდ ფუნქციას აერთიანებს: SOS ღილაკს, ადგილმდებარეობის რეალურ დროში მონიტორინგს (Live Location), ახლობლების უსაფრთხოების ქსელს (My Circle), უსაფრთხო ზონებს (Safe Zone), ბატარეის სტატუსის მონიტორინგს, SOS შეტყობინებებსა და 24/7 ოპერატორულ მხარდაჭერას.

სერვისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ოჯახებისა და ბავშვების უსაფრთხოებაა. LUMEX 365 მშობლებს საშუალებას აძლევს, თვალი ადევნონ შვილების გადაადგილებას და საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეთ დამატებითი მხარდაჭერა.

მეტი თავისუფლება შვილებს. მეტი სიმშვიდე მშობლებს.

თუმცა LUMEX 365 მხოლოდ ოჯახებისთვის განკუთვნილი აპლიკაცია არ არის. მისი გრძელვადიანი მიზანია ყოველდღიური უსაფრთხოების მრავალფუნქციური ციფრული ეკოსისტემის განვითარება, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება ახალი ფუნქციები, ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერვისები.

LUMEX 365-ის ამბიციაა, საქართველოში ყოველდღიური უსაფრთხოების ახალი ციფრული კატეგორია ჩამოაყალიბოს და უსაფრთხოებაზე ზრუნვა უფრო მარტივი, ხელმისაწვდომი და ადამიანზე ორიენტირებული გახადოს.

LUMEX 365 - ყოველდღიური უსაფრთხოების ციფრული ეკოსისტემა.
საფრთხის დროს შენ მარტო არ ხარ.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია App Store-სა და Google Play-ზე.

ვებგვერდი: https://www.lumex.ge 
საკონტაქტო ნომერი: *0100