მსოფლიოს წამყვანმა ბლოკჩეინის ეკოსისტემებისა და კრიპტოვალუტის ინფრასტრუქტურის პროვაიდერმა Binance-მა და Binance Research-მა ნახევარწლიანი ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელშიც ინდუსტრიის მდგომარეობა დეტალურადაა აღწერილი.
2023 წლის პირველი ნახევრის ბოლოს გამოქვეყნებული 120-გვერდიანი ანგარიში ინდუსტრიის ძირითად ვერტიკალებს, მათ შორის პირველი ისტორიული მონეტის, ბიტკოინის, 1 და 2 დონის ბლოკჩეინების, სტაბილკოინების, DeFi-სა და NFT-ის ანალიზს მოიცავს. ანგარიში ასევე განიხილავს თამაშებს, მეტასამყაროებს, დაფინანსებას და ინსტიტუციურ მიღებას.
დეტალური ნახევარწლიანი ანგარიში აღწერს თითოეულ ძირითად კატეგორიაში მიმღებლობის, გამოყენებისა და ინოვაციის დონეს. Binance-ის ანგარიშში მოცემული ანალიზი ცალსახად ადასტურებს, რომ ინდუსტრიის მდგომარეობა მოსალოდნელზე უკეთესია, რაც მყარ საფუძველს ქმნის წლის მეორე ნახევარში და 2024 წელს ზრდისთვის.
ძირითადი დასკვნები:
- მთლიანი საბაზრო კაპიტალი ყოველწლიურi 30%-ით გაიზარდა და 30 ივნისს დაიხურა $1.17 ტრილიონით.
- 2021 წლის აპრილიდან მოყოლებული, ბიტკოინის დომინანტობამ სემესტრი უმაღლეს დონეზე დახურა, ხოლო მისი კორელაცია TradFi-სთან ახლა სამწლიან მინიმუმზეა.
- მიუხედავად stablecoins-ის გლობალური საბაზრო ღირებულების 7%-იანი კლებისა, USDT-ის ბაზრის წილი წლის დასაწყისიდან გაიზარდა 26%-ით.
- Liquid staking გახდა ყველაზე დიდი DeFi სექტორი.
ანგარიშში ხაზგასმულია ინდიკატორები, რომლებიც არ არის აშკარა ტრეიდერებისთვის, მაგრამ მათი ზრდა შეიძლება განიმარტოს, როგორც დადებითი. მაგალითად, ბიტკოინის ვაჭრობის მოცულობა 185%-ით გაიზარდა წლის დასაწყისიდან დღემდე, იმ დროს როცა ქსელის ტრანზაქციები გაიზარდა 58%-ით და საშუალო ტრანზაქციის საკომისიოს ზრდამ 143% შეადგინა. ქსელის გამოყენების ეს ზრდა ნაწილობრივ განპირობებული იყო ორდინალების რაოდენობის მატებით, რაც იძლევა NFT-ების შექმნისა და ბიტკოინის ქსელში ვაჭრობის საშუალებას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჰეშ-რეიტი წლის დასაწყისიდან 40%-ით გაიზარდა და შედეგად, მაინინგის სირთულემაც 43%-ით იმატა. მიუხედავად იმისა, რომ Binance-ის ნახევარწლიან ანგარიშში ჯაჭვური ანალიტიკა ფართოდ იქნა გამოყენებული ის ასევე იყენებს მონაცემებს სხვა წყაროებიდან, მათ შორის განწყობის ანალიზს. შიშისა და სიხარბის ინდექსი იანვრიდან გაორმაგდა, რაც ტრეიდერების მხრიდან ნდობის გაზრდის მაჩვენებელია.
ანგარიშში წარმოდგენილი სხვა პირველი დონის ბლოკჩეინებიდან Solana-მ განიცადა საბაზრო კაპიტალიზაციის ყველაზე ძლიერი ზრდა 2023 წლის პირველ ნახევარში. წლის დასაწყისიდან BNB ქსელს აქვს საუკეთესო წარმოება, დააფიქსირა რა ყოველდღიური ტრანზაქციების 113%-იანი ზრდა Ethereum-ის 48%-თან შედარებით. იგივე მოხდა აქტიური მისამართებთან დაკავშირებით, 118%-იანი მაჩვენებლით 63%-ის წინააღმდეგ. ასევე საინტერესოა Avalanche-ის პროგრესი ქვექსელში და Cosmos-ის ახალი საერთო უსაფრთხოების მოდელები.
წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც წარმოდგენილია ნახევარწლიან ანგარიშში, არის ლიკვიდური განაკვეთების ზრდა და LSTfi-ის გაჩენა (ლიკვიდური ტოკენების და DeFi-ის გაერთიანება), სადაც ამ უკანასკნელმა აპრილიდან განიცადა მთლიანი ღირებულების სწრაფი 460 პროცენტიანი ზრდა. Binance-ის H1 ანგარიშში ასევე მიმოხილულია მეორე დონის ბლოკჩეინის სექტორი, სადაც აღწერილია zkEVM-ის ზრდა და Polygon-ის სამომავლო გადასვლა Polygon 2.0-ზე. მოხსენებაში ასევე დეტალურადაა განხილული განვითარებადი სექტორები, მათ შორის მე-3 დონის ბლოკჩეინების გაჩენა: სპეციფიკური ჯაჭვები, რომლებიც უკავშირდებიან არსებულ მე-2 დონის ბლოკჩეინებს.
გარდა წამყვანი სტაბილკოინების ბაზრის დინამიკის მიმოხილვისა, ანგარიში ასევე განიხილავს მათ ახალ კონკურენტებს, რომლებმაც გაზარდეს ბაზრის წილი 2023 წელს. მათ შორისაა USDD, crvUSD, GHO და LUSD, ამ უკანასკნელის საბაზრო კაპიტალიზაცია წლის დასაწყისიდან 54%-ით გაიზარდა.
Binance-ის მიერ გაანალიზებულ თითქმის ყველა ვერტიკალში, კრიპტოინდუსტრიამ შთამბეჭდავი ზრდა დააფიქსირა წლის პირველ ნახევარში. DeFi-ში მომხმარებლები 43%-ით გაიზარდა დღიდან დღემდე და NFT-ის მოცულობაც გაიზარდა 2022 წლის მეორე ნახევართან შედარებით, მიუხედავად დაბალი კრიპტოფასებისა.
ფონდების მოზიდვის კუთხით, Binance იუწყება, რომ წლის პირველ ნახევარში ტოპ 10-მა ფონდმა ჯამში 3,6 მილიარდი დოლარი მოიზიდა. ასევე არსებობს უამრავი მტკიცებულება ინსტიტუციური მიღების მხარდასაჭერად, მათ შორის მნიშვნელოვანი ცდები CBDC-ების, საწარმოს ბლოკჩეინის პროექტებისა და ქსელში რეალური აქტივების გაჩენის შესახებ.
ბაზარმა დიდწილად ისარგებლა Bitcoin ETF სეზონით, რამაც გამოიწვია ბაზრის ახალი იმპულსი. ბიტკოინი ერთ წელიწადში ახალ მწვერვალებამდე გაიზარდა, რაც ინვესტორების ნდობის გაძლიერებას უწყობს ხელს. შევდივართ რა წლის მეორე ნახევარში, ჩვენ მოუთმენლად ველით შემდგომ ინოვაციებს, უფრო ფართო მიღებას და კიდევ უფრო ნათელ მომავალს მთელი კრიპტოვალუტის ინდუსტრიისთვის.
„გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე, კრიპტოინდუსტრია აგრძელებს აყვავებას და თავისი გამძლეობის დემონსტრირებას. რამდენადაც ციფრული აქტივები უფრო მეტ აღიარებას იძენს, ჩვენ ვხედავთ სტაბილური კოინებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის მზარდ მიმღებლობას. ეს ინოვაციები, ინსტიტუციური მოთამაშეების მზარდ მონაწილეობასთან ერთად, მყარ საფუძველს უქმნის ინდუსტრიის მომავალ ზრდას“, - განაცხადა Binance-ის რეგიონულმა მენეჯერმა გიორგი ჩაგელიშვილმა.