მთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, არის ის, რომუნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარიეკონომიკური პოლიტიკის სწორადგანხორციელებაზე, ეკონომიკის ზრდისთვის არისმთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაცქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება, - ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლიკობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო არისპირველ ადგილზე ყველა ქვეყანას შორის, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირისწევრები.
„რაც შეეხება ევროინტეგრაციის გავლენასეკონომიკურ ზრდაზე. ყველაფერს აქვს თავისიპლუს-მინუსები. მე ერთადერთი რაც შემიძლიავთქვა, იყო არაერთი კამპანია წარმოებული იმასთანდაკავშირებით, რომ თითქოს ევროკავშირშიგაწევრიანება ნიშნავდა ეკონომიკურ სასწაულს, როგორც ასეთს.
რეალურად ჩვენ რომ გადავხედოთ მონაცემებს 2003წლიდან დღემდე, როგორი იყო მაგალითად მაშინგაწევრიანებული ევროკავშირის ქვეყნების ზრდა ამწლების განმავლობაში, დაახლოებით 23 წლისგანმავლობაში. ამ ქვეყნების ეკონომიკა ზოგშემთხვევაში ნომინალური ეკონომიკა გაიზარდაორჯერ, ზოგ შემთხვევაში სამჯერ, ოთხჯერ დამაქსიმალური მაჩვენებელი იყო შვიდმაგი ზრდანომინალური ეკონომიკის. ჩვენ თუ გადავხედავთსაქართველოს მონაცემებს იგივე პერიოდში, ჩვენინომინალური ეკონომიკა ამ პერიოდში დაახლოებით20-ჯერ გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ არავითარიპირდაპირი კორელაცია ევროკავშირშიგაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არარსებობს. პირიქით, საქართველოს მაგალითიაჩვენებს იმას, რომ იგივე პერიოდში ჩვენ ბევრადუფრო სწრაფად გავიზარდეთ ვიდრე მაგალითადბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია და ასე შემდეგ. პირდაპირი სტატისტიკა მეტყველებს რა თქმა უნდაამაზე. თუმცა რა თქმა უნდა ევროკავშირშიგაწევრიანებას აქვს თავისი დადებითი ეფექტიც, მათ შორის პოლიტიკური თვალსაზრისით. აქედანგამომდინარე, არსებობს პლუს-მინუსები, მაგრამმთავარი რაც უნდა გააკეთოს ქვეყანამ, ეს არის ის, რომ უნდა იყოს კონცენტრირებული საკუთარიეკონომიკური პოლიტიკის სწორადგანხორციელებაზე. ეკონომიკის ზრდისთვის არისმთავარი არა რომელიმე გაერთიანების წევრობა, არამედ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაცქვეყნის შიგნით აწარმოებს ხელისუფლება. ეს არისმარტივი სტატისტიკა, რაც შეგვიძლია გავიხსენოთ. რა თქმა უნდა მთელი რიგი გვერდითი მოვლენებიცარის დაკავშირებული ევროკავშირშიგაწევრიანებასთან. მაგალითად, ქვეყანას შეიძლებამოუწიოს უარი თქვას რიგ თავისუფალი ვაჭრობისშეთანხმებებზე, უვიზო მიმოსვლაზე. ეს პირდაპირაისახება ბუნებრივია იმპორტ-ექსპორტზე, აისახებატურიზმზე და ასე შემდეგ. ნუ თუმცა მთლიანობაშიშეიძლება ამ ყველაფრის დაბალანსებასავარაუდოდ. მოკლედ ეს არის საერთო სურათი, რომელიც გვაქვს. აქაც რომ ავიღოთ კიდევ ერთხელსტატისტიკური მონაცემები, ეკონომიკური ზრდისმონაცემები, საქართველო არის პირველ ადგილზეყველა ქვეყანას შორის, რომ ავიღოთ ის ქვეყნები, რომლებიც 2003 წელს გახდნენ ევროკავშირისწევრები. საქართველო მათთან შედარებითრამდენჯერმე უკეთესი მაჩვენებლით გამოირჩევაეკონომიკური ზრდის კუთხით 2003 წლიდან დღემდე. ნუ დანარჩენი ყველაფერი არის ბალანსის საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.