გიორგი ჩუბინიძემ ინგლისის პრემიერლიგის კლუბ „ბორნმუთთან“ პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ გიორგი ჩუბინიძემ პირველ პროფესიონალურ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის ჩვენთან 2020 წლიდან, 12 წლის ასაკიდან ვარჯიშობს და მას შემდეგ მუდმივად განაგრძობს წინსვლას. ეს პერსპექტიული ნახევარმცველი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშიც იცავდა. გილოცავთ, გიორგი, წინსვლას ვაგრძელებთ!“ – ვკითხულობთ ინგლისური კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
18 წლის ქართველი ფეხბურთელის სრული სახელია გიორგი მანუელ გონსალვეს ჩუბინიძე. იგი 2007 წლის 11 სექტემბერს ინგლისში, პორტუგალიელი დედისა და ქართველი მამის ოჯახში დაიბადა.
გიორგი ნახევარმცველისა და გარემარბის პოზიციებზე თამაშობს. ის საქართველოს ასაკობრივი ნაკრების წევრია. 2023 წლის შემოდგომასა და 2024 წლის გაზაფხულზე, მან საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იასპარეზა. 2026 წელს იგი „ბორნმუთის“ აკადემიიდან იჯარის წესით ინგლისურ „დორჩესტერ თაუნში“ გადავიდა.
როგორც ინგლისური გამოცემა Bournemouth Echo 2026 წელს წერდა, ის „თავისი სისწრაფითა და უნარებით მარჯვენა ფლანგზე მუდმივ საფრთხეს წარმოადგენს და არც მოედანზე დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულებას თაკილობს“.
რაც შეეხება თავად „ბორნმუთს“, გუნდმა გასული სეზონი პრემიერლიგაში წარმატებით ჩაატარა – ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვა.