საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ფასები იზრდება.

24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია თითქმის 6%-ით გაიზარდა და ის ამჟამად 1 ტრილიონ 250 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ბიტკოინის ფასი 31,200 დოლარს შეადგენს, მისი საბაზრო ღირებულება კი 606 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მკვეთრად მოიმატა ეთერიუმის ფასმაც, რომელიც ამჟამად 2,000 დოლარად ივაჭრება, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 240 მილიარდ დოლარს შეადგენს.

გაზარდა Solana-ს (+43%) და Cardano-ს (+24%) ფასები. საუკეთესო შედეგი რიგით მეოთხე უმსხვილეს კრიპტოვალუტა XRP-ის აქვს, რომლის ღირებულება ერთ დღეში თითქმის 70%-ით გაიზარდა, მისმა საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 41 მილიარდ დოლარს მიაღწია.