საქართველოს ბანკი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი Cellfie-სთან ერთად მომხმარებლებს Travel eSIM-ის ინტერნეტპაკეტებზე ფასდაკლებას სთავაზობს.

19 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელები Cellfie-ის Travel eSIM-ის შერჩეული ინტერნეტპაკეტების შეძენისას 40%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზება ვრცელდება შემდეგ პაკეტებზე:

  • ევროპა - 2 GB
  • ევროპა - 7 GB
  • მსოფლიო - 2 GB
  • მსოფლიო - 7 GB

ფასდაკლებით სარგებლობისთვის, შეძენისას საჭიროა აქტივაციის კოდის CELLFIEBOG შეყვანა და საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.

აღნიშნული ინტერნეტპაკეტებით სარგებლობისას, Uber-ის, Bolt-ის, Google Maps-ის, MyCellfie App-ის, WhatsApp-ისა და Facebook Messenger-ის ტექსტური შეტყობინებების გამოყენებისას ინტერნეტმეგაბაიტები არ დაიხარჯება.

შეთავაზებების სანახავად ეწვიეთ ბმულს.