ერაყის ტრანსპორტის სამინისტრომ აუქციონზე ორი Boeing 747 ტიპის თვითმფრინავი გამოიტანა. ერთ-ერთი თვითმფრინავი ერთ დროს ყოფილი პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის მთავრობას ემსახურებოდა, იუწყება The Economic Times.

გასაყიდად გამოტანილი თვითმფრინავებია Boeing 747-200 და Boeing 747SP მოდელები, ორივე აწყობილია 1982 წელს. ორივე თვითმფრინავი ტუნისში 1991 წლიდან იმყოფება. ერაყის ხელისუფლებამ ისინი ქუვეითში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შემდეგ საზღვარგარეთ გაგზავნა, რათა მათი აღჭურვილობა ამერიკული კოალიციის დარტყმებისგან დაეცვათ. კერძოდ, ჰუსეინის მიერ გამოყენებული Boeing 747SP 1991 წლის დასაწყისიდან ტოზეურ-ნეფტას აეროპორტში იდგა.

ხელისუფლება თითოეულ ხომალდში 900 000 აშშ დოლარის მიღებას გეგმავს, ხოლო გარიგების მთლიანი თანხა 1.8 მილიონი დოლარი იქნება.

ვრცლად snob.ru – ზე