უმსხვილესი ამერიკული კრიპტობირჟა Coinbase აპირებს განაახლოს სარჩელი საქართველოში იმ მომხმარებლების წინააღმდეგ, რომლებიც გასულ წელს სისტემური შეცდომის გამოყენებით გამდიდრდნენ. 

კრიპტობირჟაზე ტექნიკური შეცდომის გამო, 2022 წლის აგვისტოში, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 290 ლარად შეფასდა, მაშინ როდესაც ერთი აშშ დოლარი ფაქტობრივად 2,9 ლარი ღირდა. შედეგად კომპანიამ 100 მილიონ ლარამდე ზარალი მიიღო.

Coinbase-მა შემდეგ განაცხადა, რომ მომხმარებლის მთლიანი რაოდენობის 0.001%-მა, ანუ დაახლოებით 1000 მომხმარებელმა, შეცდომით ისარგებლა.

კრიპტობირჟამ მომხმარებლებს სთხოვა თანხები უკან დაებრუნებინათ. ამის შემდეგ გავრცელდა BGI Legal-ის ოფიციალური წერილი. 

წერილის თანახმად, Coinbase მზადაა სასამართლო დავების თავიდან აცილების მიზნით მოლაპარაკებები დაიწყოს. მომხმარებლებს შეეძლებათ 2022 წლის აგვისტოში მიღებული თანხების ნაწილი ლეგალურად შეინახონ. შეთანხმების მისაღწევად ბოლო ვადაა 2023 წლის 15 ივლისია. თუ მოლაპარაკებები ვერ მოხერხდა, საქმე სასამართლომდე მივა.

newsgeorgia.ge