ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic აქციონერებს ხმის მიცემის უფლების განაწილების ახალი სქემის დამტკიცებას სთხოვს, - ამის შესახებ The Information წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
შეთავაზებული კორპორატიული მოდელი აღმასრულებელ დირექტორს, დარიო ამოდეის და კიდევ ექვს დამფუძნებელს, ხმის მიცემის უფლების 50.1%-ს მიანიჭებს და ძალაში იქნება მანამ, სანამ მათგან სამს აქციების გარკვეული მინიმალური რაოდენობა ეკუთვნის. მსგავსი სტრუქტურა ფუნქციონირებს Palantir–ში.