ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეპულის შეხვედრას, რომლის შემდეგ ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გერმანელ კოლეგასთან შეხვედრაზე ახალი არაფერი მოუსმენია.
კალასის თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით ლავროვის განცხადებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს.
„რუსეთის ეს კომენტარები აბსურდულია. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროპის ფარგლებს გარეთ ბევრი ქვეყანა ამბობს, რუსებს უნდა ვესაუბროთ და შედეგი ამის შემდეგ იქნებაო, მაგრამ ეს მოლაპარაკებები აჩვენებს, რომ რუსეთს მშვიდობა საერთოდ არ აინტერესებს. სხვა შემთხვევაში, მოლაპარაკების დროს პარტნიორის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას არ იჩენ. ვფიქრობ, ეს ყველასთვის ძალიან, ძალიან ნათელია“, – განაცხადა კაია კალასმა.