კრიპტო გადახდის ამერიკულმა კომპანია Wyre-მ გამოაცხადა, რომ ათწლიანი მუშაობის შემდეგ ბაზრის მძიმე პირობების გამო იხურება.

განცხადების თანახმად, კომპანიამ მკაცრი გადაწყვეტილება ძირითადი დაინტერესებული მხარეებისა და მომხმარებლების დასაცავად მიიღო.

მომხმარებლებს პლატფორმიდან თანხის თავისუფლად გატანა 14 ივლისამდე შეეძლებათ. ამ თარიღის შემდეგ გამოსყიდვის პროცესი დაიწყება.

Wyre-ის გუნდმა ასევე აღნიშნა, რომ სერვისის აქტივები იყიდება. ბიზნეს წინადადებებს 88 პარტნიორი განიხილავს.

პლატფორმა გაკოტრების ზღვარზე მას შემდეგ იყო, რაც ფინტექ კომპანია Bolt-მა 2022 წლის სექტემბერში 1,5 მილიარდი დოლარიანი გარიგება დაასრულა.

2023 წლის 7 იანვარს Wyre-მა თანხის გატანა დეპოზიტის 90%-იანი ლიმიტის დაწესებით შეზღუდა. მედიის ცნობით, თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა იოანის ჯანაროსმა თანამშრომლები ბიზნესის შესაძლო დახურვის შესახებ გააფრთხილა.