29 სექტემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების ოფიციალური კურსების მიხედვით, ყველა ჩამოთვლილი ვალუტა გამყარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6055 ლარია, რაც წინა დღის კურსთან შედარებით 0.25 თეთრით მეტია.
ევროს კურსი 2.9632 ლარს შეადგენს და 0.89 თეთრით გამყარდა, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.4541 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების ვალუტებს, 1 თურქული ლირა 0.0532 ლარი ღირს, 100 რუსული რუბლი — 3.0866 ლარი, ხოლო 1 აზერბაიჯანული მანათი — 1.5327 ლარი.
1000 სომხური დრამის ოფიციალური კურსი 7.1678 ლარია, 10 უკრაინული გრივნის კი — 0.5807 ლარი.