„კრიპტოვალუტების საქმეზე“ დაკავებული გიორგი ბიჩიაშვილის სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის თანხის მითვისებას ედავება. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბიჩიაშვილი სასამართლო სხდომას ესწრება. 

გიორგი ბიჩიაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.