გერმანული Volkswagen Group-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ოლივერ ბლუმე მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით 100 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებას და გერმანიაში ჯგუფის ოთხ ქარხანაში წარმოების შეწყვეტას გეგმავს, - ამის შესახებ გამოცემა Manager Magazin-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ავტომწარმოებლის ხელმძღვანელი ასევე გეგმავს ინვესტიციების დაახლოებით 15%-ით შემცირებას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

წყაროების ცნობით, ბლუმე და VW-ს ფინანსური დირექტორი არნო ანტიცი კომპანიის სრულ რესტრუქტურიზაციას გეგმავენ. კერძოდ, დაგეგმილია Volkswagen-ის ბრენდისა და კომპონენტების მწარმოებელი ქარხნების გამოყოფა არსებული ჯგუფიდან ცალკეულ ერთეულებად.

ვრცლად interfax – ზე