Google-მა ცოტა ხნის წინ თავისი აპლიკაციების ხატულები განაახლა და ეს ცვლილება ბევრმა მომხმარებელმა დადებითად მიიღო, განსაკუთრებით მათ, ვისაც ბრენდის ძველი, ერთმანეთისგან თითქმის გაურჩეველი დიზაინები უკვე მობეზრებული ჰქონდა. მართალია, ახალი ხატულების პოპულარობამ მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ ინტერნეტსივრცეში, განსაკუთრებით X-ის მომხმარებლების მიერ ალტერნატიული დიზაინები მაინც გამოჩნდა.
ზოგიერთი მათგანი სახალისოა, ზოგი აბსურდულიც, თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებს – ისინი ხატულების დიზაინს ზედმეტად პირდაპირი, „ლიტერალური“ მიდგომით ქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურება, მათი ცნობა მაინც მარტივია.

ყველაფერი X-ის მომხმარებლის, Amichai Mantinband-ის ერთი პოსტით დაიწყო, რომელმაც Google Sheets-ის ახალი აიქონის საკუთარი ვერსია გააზიარა წარწერით “hear me out”. მან მწვანე მართკუთხა ლოგო პირდაპირ საწოლის „ზეწრებად“ გადააქცია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიზაინი პრაქტიკული შეიძლება ნაკლებად იყოს, ვიზუალურად საკმაოდ ეფექტური გამოვიდა.

ამ პოსტმა სწრაფად შეუწყო ხელი X-ზე ახალი ტრენდის გავრცელებას და სხვა მომხმარებლებმაც დაიწყეს Google-ის სხვა აპლიკაციების ხატულების საკუთარი ინტერპრეტაციები. მაგალითად, Google Earth მიწის გროვად გადააკეთეს, Google Docs – სამედიცინო უნიფორმად, ხოლო Slides – არც მეტი, არც ნაკლები – ჩუსტებად. ამ ხატულების ავტორების შეფასებით, კომპანიებს დიზაინის შესაქმნელად ზოგჯერ შთაგონების მოძიება ყოველდღიური ცხოვრებიდან შეუძლიათ, რაც ნელ-ნელა დიზაინისადმი დამოკიდებულებას ცვლის – ბოლო დროს გავრცელებული მინიმალისტური მიმდინარეობიდან უფრო თვალსაჩინო მნიშვნელობის მქონე ხატულებზე გადასვლაც შეგვიძლია.
მიუხედავად იმისა, რომ Google-ის ახალი დიზაინი ხატულების გამოსაკვეთად იყო გამიზნული, ამ ხუმრობებმა და მიმებმა, მათ პოპულარიზაციას ისე შეუწყო ხელი, რომ ახლა ეს ხატულები ნამდვილად მიიქცევს ყურადღებას.