სიცოცხლის ფორმის ერთ-ერთი ახალი სახეობა სამხრეთ საქართველოში, დიდი აბულის მთაზე არსებულ ჩამქრალ ვულკანზე აღმოაჩინეს. ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, არმენ სეროფიანი და ლევან მუმლაძე „Caucasusana“-თან საუბრობენ. პუბლიკაცია 2024 წლით თარიღდება, თუმცა აქტუალურობას არ კარგავს.
-
როგორც მეცნიერები აცხადებენ ვულკანთან კიბორჩხალა-ობობა ახალი სახეობა Psammitis abuliensis-ი აღმოაჩინეს.
ახალი სახეობა ამ ჩამქრალ ვულკანზე აღმოაჩინეს, რომელიც საქართველოში, მცირე კავკასიონის მთათა სისტემის ყველაზე მაღალი მთაა.

“ანალიზმა აჩვენა, რომ ეს ობობა ძალიან ჰგავს Psammitis-ის გვარის ორ სხვა კიბორჩხალა-ობობა: ერთი საქართველოდანაა (Psammitis sabulosus) და მეორე თურქეთიდან (Psammitis demirsoyi). თუმცა, ახალი სახეობა ახლო ნათესავებისგან გამოირჩევა გენეტიკით, შეფერილობითა და სასქესო ორგანოების ფორმით,“ - წერს forbes.
კიბორჩხალა - ობობა გვარი Psammitis, მოიცავს 30-ზე მეტ სახეობას, რომლებიც მსოფლიოში გვხვდება. მაგალითად, Psammitis bonneti, რომელიც პირველად 1938 წელს იქნა აღწერილი, საფრანგეთიდან რუსეთამდე გვხვდება, ხოლო Psammitis labradorensis ჩრდილოეთ ამერიკასა და გრენლანდიაში.