Numbeo-ს დათვლებით, საქართველოში მოქალაქეები კომუნალური გადასახადების სახით თვეში საშუალოდ, 76.35 აშშ დოლარს იხდიან.
საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მიხედვით, ეს თანხა დათვლილია 85 კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართზე, თვის განმავლობაში გათბობა-გაგრილების, ელექტრო ენერგიის, წყლისა და ნარჩენების მართვის საშუალო ხარჯების მიხედვით.
კომუნალური გადასახადების რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 101 ქვეყანას აერთიანებს, საქართველო 72-ე ადგილს იკავებს.
ყველაზე იაფი აზერბაიჯანში, ყვლაზე ძვირი რუსეთში
თუ მონაცემებს რეგიონალურ ჭრილში შევხედავთ, Numbeo-ს რეიტინგში, რომელიც 2026 წელს განახლდა, მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველოს კომუნალური ხარჯების სიიაფით აზერბაიჯანი და თურქეთი უსწრებს, ყველაზე ძვირი კი გადასახადები რუსეთშია.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში კომუნალური გადასახადების მოცულობა, ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი (79-ე ადგილი) - 59.55 აშშ დოლარი;
- თურქეთი (75-ე ადგილი) - 67.15 აშშ დოლარი;
- საქართველო (72-ე ადგილი) - 76.35 აშშ დოლარი;
- სომხეთი (51-ე ადგილი) - 119.28 აშშ დოლარი;
- რუსეთი (50-ე ადგილი) - 122.65 აშშ დოლარი.
რაც შეეხება ამ კუთხით მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქვეყნებს, კომუნალური ხარჯები ყველაზე მაღალი ავსტრიაშია, შემდეგ კი მას გერმანია მოსდევს.
ქვეყნები, ყველაზე მაღალი კომუნალური ხარჯებით
10 ქვეყანა, სადაც კომუნალური გადასახადები ყველაზე ძვირია, ასეთია:
- ავსტრია - 372.86 აშშ დოლარი;
- გერმანია - 353.54 აშშ დოლარი;
- ჩეხეთის რესპუბლიკა - 319.73 აშშ დოლარი;
- ესტონეთი - 318.17 აშშ დოლარი;
- გაერთიანებული სამეფო - 317.94 აშშ დოლარი;
- ლატვია - 313.37 აშშ დოლარი;
- პოლონეთი - 307.90 აშშ დოლარი;
- სლოვენია - 301.63 აშშ დოლარი;
- პუერტო რიკო - 294.94 აშშ დოლარი;
- ლუქსემბურგი - 293.99 აშშ დოლარი.