რუსული კოსმოსური პროექტის, Bureau 1440-ის, კიდევ ერთი თანამგზავრი ორბიტაზე დაკარგეს. პროექტი SpaceX-ის Starlink-ის ანალოგის შექმნას ისახავს მიზნად, თუმცა ერთ-ერთი აპარატი გაშვებიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ ატმოსფეროში დაიწვა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სპეციალისტების შეფასებით, თანამგზავრმა ორბიტის ასამაღლებლად საკუთარი ძრავების ამოქმედება ვერ შეძლო. შედეგად, ატმოსფერული წინააღმდეგობის გავლენით, აპარატმა სიმაღლე დაკარგა და დედამიწის ატმოსფეროში შევიდა.

გამოცემის ცნობით, ეს Bureau 1440-ის მიერ 2026 წელს დაკარგული უკვე მეორე თანამგზავრია. პირველი მსგავსი ინციდენტი ივნისში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის პროექტის ფარგლებში გაშვებული დაახლოებით 30 თანამგზავრი 500 კილომეტრის სიმაღლეზე ტესტირებას განაგრძობს.

Bureau 1440 რუსეთის მიერ დაბალი დედამიწის ორბიტაზე სატელიტური ინტერნეტის ქსელის შექმნის პროექტია, რომელიც ფუნქციურად ამერიკული SpaceX-ის Starlink-ის სისტემის კონკურენტად განიხილება.