2026 წელს რუსეთიდან საქართველოში სამკურნალო და გამაჯანსაღებელ ტურებზე მოთხოვნა 20%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ტუროპერატორ Russian Express-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემა „Вестник Кавказка“ წერს.

რუს ტურისტებს შორის ყველაზე მოთხოვნადია ბორჯომისა და წყალტუბოს სანატორიუმები. პოპულარულია ასევე საირმე, რომელიც მინერალური და თერმული წყაროებით გამოირჩევა. მოთხოვნა იზრდება ახალგაზრდა ტურისტებშიც - 20-35 წლის ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა გამაჯანსაღებელ კურორტებს ყველაზე ხშირად 45 წელს გადაცილებული რუსები სტუმრობენ.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოში სანატორიუმში დასვენება ხშირად უფრო იაფია, ვიდრე რუსეთის სტავროპოლის მხარის კურორტებზე. მაგალითად, ორი ადამიანისთვის წყალტუბოში 10-დღიანი დასვენება მკურნალობითა და ორჯერადი კვებით 140 ათასი რუბლი ღირს, ბორჯომში — 170 ათასი რუბლი, კავკასიის მინერალური წყლების კურორტებზე კი — 180 ათასი რუბლი. ეს ფასები ავიაბილეთებს არ მოიცავს; ფრენის ღირებულების დამატების შემდეგ კურორტებს შორის ფასთა სხვაობა მცირდება.