ქართველი მებრძოლი ალექსანდრე თოფურია UFC-ში პირველად დამარცხდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ UFC Fight Night-ზე 30 წლის ქართველი მექსიკელ სანტიაგო ლუნას დაუპირისპირდა და სამრაუნდიან ბრძოლაში მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ალექსანდრე თოფურიასთვის ეს ორგანიზაციაში მესამე ბრძოლა იყო. მან UFC-ში სადებიუტო შეხვედრა 2025 წლის თებერვალში გამართა და ავსტრალიელი კოლბი თიქნესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. იმავე წლის ნოემბერში ქართველმა ყაზახ ბექზატ ალმახანსაც აჯობა.

რაც შეეხება სანტიაგო ლუნას, მექსიკელი მებრძოლი თოფურიასთან დაპირისპირებამდე პროფესიონალურ MMA-ში რვა გამარჯვებასა და ერთ მარცხს ითვლიდა. UFC-ში პირველი ორი ბრძოლის მოგების შემდეგ ის ბრაის მიტჩელთან დამარცხდა.

ამ შედეგით ალექსანდრე თოფურიას პროფესიონალურ კარიერაში შვიდი გამარჯვება და ორი მარცხი დაუგროვდა, ხოლო სანტიაგო ლუნას ანგარიშზე ცხრა გამარჯვება და ერთი მარცხია.

1tv.ge