Numbeo-ს 2026 წლის შუა პერიოდის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის ინდექსი 56.46 ქულას შეადგენს. ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში 77-ე პოზიციაზეა. ოფიციალურ რეიტინგში საქართველოს ქულა დამრგვალებულია და 56.5-ს შეადგენს.
Numbeo-ს ჯანდაცვის ინდექსი სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას აფასებს. იგი ეფუძნება ვებგვერდის მომხმარებლების გამოკითხვებს და ითვალისწინებს სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, მომსახურების სისწრაფეს, სამედიცინო აღჭურვილობას, ფასებსა და პაციენტების გამოცდილებას.
საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლები:
-
თურქეთი — 71.34 ქულა;
-
რუსეთი — 61.69 ქულა;
-
სომხეთი — 59.99 ქულა;
-
საქართველო — 56.46 ქულა;
-
აზერბაიჯანი — 49.02 ქულა.
ჯანდაცვის ინდექსით მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები:
-
ტაივანი — 87.07 ქულა;
-
სამხრეთ კორეა — 82.96 ქულა;
-
იაპონია — 79.85 ქულა;
ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნები:
-
სირია — 35.7 ქულა;
-
ვენესუელა — 39.42 ქულა;
-
ბანგლადეში — 42.12 ქულა;