'ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა Claude-ის დეველოპერმა კომპანია Anthropic-მა რუსეთის მოქალაქეების ანგარიშების მასობრივი შემოწმება დაბლოკვა დაიწყო.

ინფორმაციის თანახმად, სერვისმა მომხმარებლებს ვინაობის დადასტურება (KYC პროცედურა) მოსთხოვა. იდენტიფიკაციის გავლისას ითხოვენ პასპორტის, პირადობის მოწმობის ან მართვის მოწმობის ფოტოს ატვირთვასა და სახის სკანირებას (Biometric Facial Scan). იდენტიფიკაციის პროცესს Anthropic-ის პარტნიორი პლატფორმა Persona ახორციელებს.

იდენტიფიკაციის დასრულებამდე ჩეთბოტი წყვეტს კითხვებზე პასუხის გაცემას, ხოლო რუსული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, ანგარიშები მყისიერად იბლოკება — მათ შორის ფასიანი (Pro) გამოწერის მქონე მომხმარებლებისთვისაც.'